IVERIA INN Tbilisi

IVERIA INN

ჩვენს მომსახურებებს თითოეულ თქვენგანს მოვარგებთ

  • 95 კომფორტული ნომერი: 80 სტანდარტული  და 15 დელუქს კატეგორიის ნომერი
  • ნომრები არამწეველთათვის
  • ნომრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუმრებისთვის
  • სასტუმროს ნომერში შესვლა: 14:00 / ნომრიდან გამოსვლა: 12:00
  • ბუფეტის ტიპის საუზმე 07:00-დან 10:00 საათამდე
  • რესტორანი "Dineinn"
  • ლაუნჯი "Chillinn“

  • ინტერნეტ კუთხე "Loginn" 

  • უფასო საერთაშორისო ჟურნალ-გაზეთები "Loginn"-ში
  • უფასო ავტოსადგომი
  • აეროპორტში დახვედრა / გაცილების მომსახურება
  • მინი ავტობუსის მომსახურება
  • ნომერში ტკბილეული სასტუმროსაგან
  • ქიმწმენდის მომსახურება
  • 24 სთ დაცვა
  • 24 სთ რეცეფციის თანამშრომლები
  • 24 სთ ინტერნეტ კუთხე
  • სასტუმრო იღებს ყველა ძირითად საკრედიტო ბარათს

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ახალ სასტუმროში

"ივერია ინნ"  საუკეთესო არჩევანია  როგორც ტურისტების, ასევე ბიზნესმენებისა და დასასვენებლად ჩამოსული ყველა იმ სტუმრისათვის, ვინც კომფორტს სასტუმროში შემოსვლისთანავე ელის. "ივერია ინნ"-მა, მისი  თანამედროვე, მინიმალისტური დიზაინის, ხელსაყრელი მდებარეობისა და გამოცდილი თანამშრომლების გამო, უკვე მოიპოვა  თბილისში ყველაზე მყუდრო, მომხმარებლის ბიუჯეტზე მორგებული სასტუმროს სახელი. კომფორტი და სწრაფი მომსახურება გვაძლევს იმის გარანტიას, რომ სასტუმრო  მომავალშიც შეინარჩუნებს ამ საპატიო პოზიციას ქალაქში.

სასტუმრო გთავაზობთ

სასტუმრო გთავაზობთ 95 კომფორტულ ნომერს,  სტანდარტული, დელუქსი და საოჯახო კატეგორიის ნომრების ჩათვლით.  ამ ნათელ და ფართო ოთახებში  ერთმანეთთანაა შერწყმული კლასიკური ელემენტები და საერთაშორისო სტანდარტები; ყველა ოთახიდან იშლება მშვენიერი სკვერის, ქალაქის ურბანული ან მთების პანორამული პეიზაჟები.

მდებარეობა

გამორჩეულად თანამედროვე დიზაინის მქონე სასტუმრო  უკვე გახდა თბილისის ვიზიტორებისთვის მიმზიდველი ადგილი. "ივერია ინნი'' მხოლოდ 7 კმ-ით არის დაშორებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტს, ხოლო ქალაქის ისტორიული ცენტრი და ადგილობრივი ღირშესანიშნაობანი ტრანსპორტით სულ რაღაც 7 წუთის სავალ გზაზეა.